შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტეფორე გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ახალციხის I ცხრაწლედი 1926 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1931 წელს; აკადემიის ასპირანტურა. 1931-1932წწ. იყო საბჭოთა მხატვრების კავშირის პასუხისმგებელი მდივანი; 1932-1937წწ. ამავე კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1934 წელს საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დოცენტი, შემდგომ დეკანი; 1938-1944წწ. საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მუშაობდა საქართველოს სურათების გალერიის დირექტორად; 1931 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. შექმნა საქართველოს მრავალფეროვანი პეიზაჟების ამსახველი მრავალი ტილო, რომლებმაც თავის დროზე ფართო საზოგადეობის ყურადღება მიიქცია და საყოველთაო აღიარება ჰპოვეს. წყარო: ხელოვნების უანგარო მსახური : მხატვარი ქ. გიორგაძე / ი. მაისურაძე // წითელი დროშა. - ახალციხე, 1973.-№ 37. - 27 მარტი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |