The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ დათუკიშვილი

მალხაზ დათუკიშვილი
დაბადების თარიღი:1956  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1987 წელს.

1990-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში, მათ შორის: პერსონალური გამოფენა (რუსთავი, 1988), "ARGENTEUIL HOTEL DES VENTES" (აუქციონი, პარიზი, საფრანგეთი, 1990), პერსონალური გამოფენა (პროკრედიტ ბანკი, თელავი, 2007); ჯგუფური გამოფენა: "ქართული ფერები" (ბერლინი, გერმანია, 1990), "MGC GRADEC" (ზაგრები, იუგოსლავია, 1991), ქართული კულტურის ცენტრი "მზიური" (მოსკოვი, 1991), "BAD SALAZUFLEN. KLAUS-DIETEN WOLF" (გერმანია, 1998 ); სამყაროს უსასრულობა და მებრძოლი ადამიანი მ. დათუკიშვილის ძირითადი თემაა; მხატვრის შემოქმედებითი ბუნება მაღალი პლასტიკური კულტურის მქონე აბსტრაქტულ ფერწერაში ვლინდება; მისეული აბსტრაქტული ფორმების იდეა კვლავ ბუნებას უბრუნდება. მხატვრის თანდაყოლილი "არაფორმალური" ინტერპრეტაციის უნარი ფერწერაში ვლინდება როგორც ფსიქიკური იმპროვიზაციის ხელოვნება. სხვადასხვა მასალასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები აერთიანებს მის მიერ შექმნილ ფიგურულსა და აბსტრაქტულ ელემენტებს. ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მ. დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას, გრაფიკას.

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 106-107; გადაცემა "არტემი": youtube.com


გააზიარე: