The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა გელოვანი

ეკა გელოვანი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე გელოვანი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერ პედაგოგის კვალიფიკაციით 1983 წელს.

1986-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1995–2008წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის უფროსი პედაგოგი; 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. გამოფენები: პერსონალური: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი (1987), 1988 საშობაო გამოფენა (მხატვრის სახლი, 1988); 1996 ჯგუფური გამოფენა: გალერეა "Im Alter kloster" (ქ. კიოლნი, 1996), გალერეა Expo88 (ქ. მოსკოვი, 1997), გალერეა Д137 (ქ. სანქტ-პეტერბურგი, 1999); ოთხი მხატვრის გამოფენა (თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, 1999); მხატვარ ქალთა გამოფენა (თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, 2003), თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგთა გამოფენა ( ბილკენტის უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი, 2007), თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოფენა (გალერეა "დალი პლაზა", მადრიდი, ესპანეთი, 2009), გამოფენა "კონტრასტი" (თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე, 2011), გამოფენა "ოთხი" (გამრეკელი გალერეა, 2015), "Dzawing Club" (კინოსტუდიის პავილიონი, 2017), საქველმოქმედო გამოფენა - აუქციონი (გამრეკელი გალერეა, 2017), გამოფენა "კომუნიკაციის ელემენტები" (გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი "Fest Nova", 2017). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნის, მოსკოვის კერძო კოლექციებში; მიღებული აქვს გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსის II პრემია.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 104-105; თანამედროვე ხელოვნების არქივი: archive.propaganda.networkახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი:  art.gov.ge

 


გააზიარე: