შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურღან გემაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1956 წელს. 1970-1973წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პასუხიმგებელი მდივანი; 1973-1980წწ. ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი; 1980-2004წწ. თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უძღვებოდა ლექციათა ციკლს "საზღვარგარეთის ქვეყნების მკს თეორია და პრაქტიკა"; 60-იანი წლებში აქტიურად დაიწყო მთარგმნელობითი და შემოქმედებითი საქმიანობა; შექსპირის ტრაგედიები კლასიკური, თოთხმეტ მარცვლიანი საზომის ნაცვლად - პირველმა თარგმნა იამბური პენტამეტრით (ათ მარცვლიანი საზომით); ამასთან ერთად, თარგმნა არაერთი ევროპელი და ამერიკელი ავტორის მოთხრობა; მისი თარგმანები ინახება ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" პოეტური მოდელის შენარჩუნების პრობლემა და დეტალების ინტერპრეტაცია ახალ ქართულ თარგმანში", დაიცვა 2002 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |