შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგა მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1987 წელს. 1984 წლიდან იყო მხატვართა ჯგუფ "არქივარიუსის" წევრი. 1987-1988 წლებში ხელოვანის ნამუშევრები ე.წ. "მეათე სართულისა" და "მარჯანიშვილის" არაფორმალური ჯგუფების მხატვრებთან ერთად ექსპონირებული იყო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში, გამართული ქართული ავანგარდის გამოფენასა და ნარვაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში. მან 1990 წლებში დაიწყო ახალი ქრისტიანული ესთეტიკის ძიება, შექმნა მინიატიურები, მუშაობდა ლევკასის და ტემპერის ტექნიკითაც. 2000-2010წწ. ხელოვნებამცოდნეებთან თანამშრომლობით მაღლაკელიძემ მონუმენტური მხატვრობის ნუმიშები შექმნა. 2014 წელს მოხატა ჭიათურის სოფელ ვეჭევის წმ. გიორგის ეკლესია. იგი დაჯილდოვებულია მედლებითა და პრემიებით: 2000 წელს - იუნესკოს ჯილდო წლის საუკეთესო ილუსტრაციისათვის. მისი ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ტოლიატში, კიოლნში, მიუნხენში, ვენაში, ბრიუსელში, პარიზში, ბოსტონსა და ათენში. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა მისი ნამუშევრები. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 60-61; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; europetime.eu ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |