The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უჩა ცინდელიანი

უჩა ცინდელიანი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1936
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების განხრით 1960 წელს.

1960 მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად, 1973 წლიდან უფროს მეცნიერ მუშაკად; ხანგრძლივი დროის მანძილზე იკვლევდა ძვ. აღთქმის ქართული თარგმანების შედარებით ფილოლოგიურ შედეგებს; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი. იკვლევდა საერთო ქართველურ ფუძეებსა და ძველ-ქართულ ლექსიკას; მონაწილეობდა ძვ. ქართული ძეგლების სიმფონიის მასალების დამუშავებასა და გამოსაცემად მომზადებაში; მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში; 1998 წელს გამოსცა წიგნი "ბიბლიის ენციკლოპედია"; ლექციებს კითხულობდა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტებში. გამოჩენილი მეცნიერი და მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეფეთა პირველი ორი წიგნის რედაქციები".

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.429

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: