The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფევზი ჩელები

ფევზი ჩელები
Other name:ფევზი ჩელებაძე
Date of birth:1969  (56 years)
Category:Linguist, Scientist, Philosopher, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბოლუ, დუზჯეს პროვინციის გოლიაქას რაიონი.

თურქეთელი ქართველი. სწავლობდა გოლიაქას საშუალო სკოლაში, რომელიც 1986 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა იზმირის ეგეს (ეგეოსის) უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის კათედრაზე, ხელოვნების ისტორიის განყოფილებაზე. დაამთავრა ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიკოსის წოდებით პედაგოგიური ფორმირებით.

1992 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მან სწავლა გააგრძელა საქარიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2014 წელს ხელოვნებათმცოდნეობაში დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი, თემაზე - "ქართული ხელოვნება ანიში X-XIII საუკუნეებში". პარალელურად სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე ფილოსოფიის კათედრაზე. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართული ენათმეცნიერების მიმართულებით. 2018 წლის 9 ივლისს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - "დუზჯეს მხარეში (თურქეთის რესპუბლიკა) მცხოვრები ქართველების მეტყველების თავისებურებანი" (ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე). ფ. ჩელები მუშაობს თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე; კითხულობს ლექციებს საგნებში: ქართველთა ისტორია, ქართული ხელოვნება და ქართული კულტურა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ფევზი ჩელები ჟურნალ "ჩვენებურებში" და სხვა ჟურნალებში სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებულ მასალებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, წიგნის თანაავტორი, სტატიის და გამოკვლევის ავტორი, რედაქტორი, სამეცნიერო კომიტეტების წევრი სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალებში. ქართველოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი.

Bibliography


Share: