The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჯავახიშვილი

Date of birth:1947  (78 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოჯორი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამთო სამუშაოების ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია" 1969 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1969-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტუტიტში ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1972-1975წწ. სწავლობდა მოსკოვის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1976 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახურის უფროსი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით კორპორაციაში პირველად ჩამოყალიბდა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სხვა ობიექტების საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახური; აქვს რვა საერთაშორისო სერთიფიკატი ენერგოეფექტურობის დარგში; 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი; 1998-2005 წლებში ექსპერტად თანამშრომლობდა "ჯეოინჟინერინგთან" და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრთან. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.448

Member of Organizations

  • საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, წევრი (2013-)

Bibliography

  • საქართველოს მაგისტრალური ნავთობ- და გაზსადენები : მონოგრაფია (Co-Author) // ნაწ. 1, მაგისტრალური მილსადენების ფუნქციონირების ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური ასპექტები. ნაწ. 2, მაგისტრალური მილსადენების დაპროექტებისა და მშენებლობის საფუძვლები. - თბილისი, მერიდიანი, 2012. - 664გვ.. - ISBN: 9789941105579

Share: