შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამული ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1956 წელს. 1956-1960წწ. - "საქნახშირძიების" გეოლოგიურ პარტიებში მბურღავი, ბურღვის ოსტატი, უბნის უფროსი; 1960-1962წწ. - საქართველოს აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ნავთობის ტექნოლოგიის ლაბორატორიაში ინჟინერი; 1963 წლიდან - "საქნავთობის" სისტემაში სუფსის ნავთობის საძიებო უბნის ინჟინერი, კოლხიდის ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1970-1975წწ. - ტრესტ "საიუზბურგაზის" ამიერკავკასიის ღრმა ბურღვის ექსპედიციის მთავარი ინჟინერი; 1975 წელს - "საქნავთობის" სისტემაში წითელწყაროს ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1975-1977წწ. - აღმოსავლეთ საქართველოს ბურღვის სამმართველოს რაიონული ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი; 1977-1980წწ. - დასავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1984-1987წწ. - ალჟირში ენერგეტიკის სამინისტროს სამრეწველო უსაფრთხოების დირექციაში მთავარი ინჟინერი ბურღვის დარგში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1987-2000წწ. - "საქნავთობის" მილების საამქროს უფროსი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ნავთობის მრეწველობის სამინისტროს და ალჟირში საბჭოთა საელჩოს მიერ საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.454 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |