The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ აზიროვი

არტემ აზიროვი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 2024  (101 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავა დაუსწრებლად საკავშირო იურიდიული ინსტიტუტი და მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა.

1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დაეუფლა სამხედრო საქმეს და 1942 წელს გახდა ლეიტენანტი. იყო ოცეულის, შემდეგ კი ასეულის მეთაური. ერთ-ერთ ბრძოლაში იგი დაიჭრა და 1944 წლის მაისიდან მოქმედი არმიიდან გაანთავისუფლეს როგორც ინვალიდი, დაუბრუნდა სამოქალაქო საქმიანობას. 1944-1946წწ. წლებში იყო პედაგოგიურ, სამეურნეო და პარტიულ სამუშაოზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 1947-1988წწ. მუშაობდა საქართველოს პარტიულ ორგანოებში. იყო თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, შემდეგ საქართველოს კპ ცკ-ის ინსტრუქტორი, პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილე და ბოლოს - ოქტომბრის სახ. რაიონის რაიკომის ჰირველი მდივანი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, გამოაქვეყნებული აქვს შრომები. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი, უწყებრივი, სამახსოვრო და საიუბილეო მედლები და სამკერდე ნიშნები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გადამდგარი პოლკოვნიკი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 5-6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: