The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი წერედიანი

გივი წერედიანი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:2015  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაშქოლი, ბეჩოს თემი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მთამსვლელთა შეჯიბრებებში. იყო გამოჩენილი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის გუნდის უცვლელი წევრი და მრავალი გამარჯვების მონაწილე. 1949 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ალპინიზმში, როცა ქართველმა მთამსვლელებმა დალაშქრეს მწვერვალი უშბა. 1960 წელს მონაწილეობდა ალპინისტთა გუნდში, რომელმაც განახორციელა პამირზე ზულმართისა და იმიერალაის ქედის ურთულესი ტრავერსი, რისთვისაც დააჯილდოვეს ოქროს მედლებით და გადასცეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და პირველი ხარისხის დიპლომი. 1962 წელს ჯგუფთან ერთად პირველი ასვლა განახორციელეს უსახელო მწვერვალზე, რომელიც ძალიან წააგავდა უშბას, ამიტომ მას "პამირის უშბა" შეარქვეს. 1964 წელს სხვა სვან მთამსვლელებთან ერთად განახორციელა სარეკორდო ასვლა მწვერვალ უშბაზე ე.წ. "უშბის სარკეზე", რისთვისაც მას მიანიჭეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება და გადასცეს ოქროს მედალი. 2003 წელს გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, დალაშქრა შავი უცნობიდან თეთნულდამდე 21 მწვერვალი, რისთვისაც ისინი ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.441; თრიალეთის ექსპერტი: tpress.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სსრკ ჩემპიონი (ოქროს მედალი)

გააზიარე: