The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი დოლიძე

გივი დოლიძე
დაბადების თარიღი:1924  (101 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართეელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1952 წელს. 1954 წლიდან სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, იმაღლებდა კვალიფიკაციას მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე, ლენინგრადის მცენარეთა დაცვისა და ბიოლოგიის ინსტიტუტებში.

მუშაობდა მახინჯაურის საჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად. 1942 წლის სექტემბრიდან საბჭოთა არმიის რიგებშია და ამავე წლის ბოლოს პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ქ. ტუაფსესთან. მონაწილეობდა კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ანაპის და ტამანის ნახევარკუნძულის, ბელორუსიის, ლიტეის, პოლონეთის განთავისუფლებაში და ბერლინისათვის ბრძოლებში. 1947 წელს დემობილიზაციის შემდეგ მუმაობა განაგრძო მახინჯაურის ციტრუსების მეურნეობაში აგროტექნიკოსად. 1956 წელს მუშაობდა საქართველოს მცენარეთა დაცვის, ხოლო 1957 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1957წელს, სადოქტორო - 1972 წელს, პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. მისმა მეცნიერულმა ნაშრომებმა დაიმსახურეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მონაწილის 5 მოწმობა და 2 ბრინჯაოს მედალი, მეცნიერული მიღწევების პროპაგანდისათვის დაჯილდოებულია საზოგადოება "ცოდნის" მედლით.  

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 35-36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კენიგსბერგის აღებისთვის"
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: