შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტე ჯორჯიკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 1933 წლიდან 15 წლისა უკვე ფოთის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში იყო; სპორტში მან ფეხი აიდგა ისეთი ცნობილი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ შემდგომში დინამოელთა პირველი თაობის კორიფეები: ბ. პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, გ. გაგუა, ვ. ჯორბენაძე და სხვები; 1936 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტი) ეკონომიკის ფაკულტეტზე; პარალელურად თამაშობდა თსუ-ს კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებ გუნდებში; 1939 წლიდან ბ. პაიჭაძის სურვილითა და უშუალო ინიციატივით გადაიყვანეს თბილისის დინამოში; აქ მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. თამაშობდა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე; 1939 და 1940 წლებში ორგზის იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ; იმის გამო, რომ მამა ყავდა რეპრესირებული, უკვე პოპულარული და ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, მის გამოხსნას ცდილობდა და ამის გამო ხშირად უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ხელისუფლების მიმართ. ამიტომ 1940 წელს, 22 წლის ასაკში ისიც დააპატიმრეს და სსრკ-ს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგადანის მხარეში გადაასახლეს; 16 წელი გაატარა მან მონურ შრომაში კოლიმაზე, სადაც სხვა კატორღელებთან ერთად ოქროს სარეწებზე ამუშავებდნენ; განთავისუფლდა ე. წ. "ხრუშჩოვის დათბობის" ხანაში 1956 წელს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს აღარასოდეს გაკარებია, არც რეაბილიტაციაზე უბრძოლია ოდესმე; მუშაობდა და ცხოვრობდა რუსთავსა და თბილისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |