შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერმანე ზაქარიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის ფილოსოფიური განყოფილება 1937 წელს. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. ოზურგეთის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთაერების შემდეგ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის რაიონის დაწყებითი სკოლის გამგედ და მასწავლებლად. 1941 წელს დაიწყო დიდი სამამულო ომი და მოხალისედ წავიდა მოქმედ არმიაში, იყო ჯერ ოცეულის, შემდეგ ასეულის მეთაური კაპიტნის წოდებით; იბრძოდა სხვადასხვა ფრონტებზე, მონაწილეობდა პრაღის გათავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1946 წ. დაუბრუნდა მშვიდობიან შრომას და დაიწყო მუშაობა თბილისის სასელმწიფო უნიეერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის უფროს მასწაელებლად. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1980 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1982 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა წამყვან მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გამოაქვეყნა 30-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის სამი მონოგრაფია. იყო საქართველოს კპ ცკ-ის და საზოგადოება "ცოდნის" აქტიური ლექტორი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 44 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |