შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1930 წელს. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ბრძოლის წინა პოზიციებზე. იბრძოდა ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბელორუსიაში, დაწინაურდა ასეულის მეთაურის თანამდებობებზე. 1946 წელს დემობილიზაციით დაუბრუნდა პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას. მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე დოცენტად და სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში აგროტექნიკის განყოფილების გამგედ. 1948 წელს დაინიშნა სკრის საცდელი სადგურის დირექტორად. 1961 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1963 წელს გახდა პროფესორი. თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში აღზარდა მრავალი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 15-ზე მეტმა მეცნიერმუშაკმა და ასპირანტმა. იგი ავტორია 80-მდე სამეცნიერო შრომისა, მათ შორის სახელმძღვანელოსი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 55-56; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.579 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |