The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კვეკვესკირი

ივანე კვეკვესკირი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1903  (121 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხირგალი, გალის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს; მოსკოვის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი.

სწავლის დამთავრების შემდეგ იდეოლოგიუერ მუშაობას ეწეოდა გალისა და გუდაუთის რაიონებში; 1927-1928წწ. მუშაობდა გალის რაიონის ზემო ბარდღებში საშუალო სკოლის დირექტორად; 1931-1938წწ. იყო საქართეელოს კომუნისტური პარტიის გალის რაიკომის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, 1938-1941წწ. საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი; 1941 წლის ივნისში, საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, დაჯავშნის მიუხედავად, მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში და 1945 წლამდე თავდადებით იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ; მან აქტიური მონაწილეობა მიიღო კურსკის, ორიოლის, ჩერნიგოვის, ლუცკის, სანდომირის, ოდესის, ბრესლავის და ბევრი სხვა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის გერმანელი დამპყრობლებისაგან განთავისეფლებაში; 1946 წელს კაპიტნის წოდებით დემობილიზებული დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1950 წელს ლენინგრადის ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; მიენიჭა დოცენტის წოდება. იგი ათეული წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ და სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ-კვლევით მუშაობას. გამოაქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოეებული იყო ორდენებით და I7 მედლით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 58-60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: