The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კუჭავა

გიორგი კუჭავა
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1922  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი 1950 წელს; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1960 წელს.

1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ბრძოლით განვლო ქ. ბრესტის მიდამოებიდან თითქმის მთელი ბელორუსია. ქ. სლუცკის რაიონში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ იგი მძიმედ დაიჭრა, რის გამო რამდენიმე თვე მკურნალობდა ჰოსპიტალში. ომის დამთავრებამდე და შემდეგაც 1946 წლის დეკემბრის შუა რიცხეებამდე მსახურობდა სათადარიგო ნაწილებში და ასწავლიდა ჯარისკაცებს სამხედრო საქმეს. 1950-1953წწ. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "საქსოფლელექტროს" ტრესტში ინჟინრად; 1953-1956წწ. საქართეელოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ელექტროენერგიის გამოყენების განყოფილების გამგედ. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. არის ავტორი 40-ზე მეტი შრომისა, რომლებსაც იყენებენ როგორც საქართველოში, ისე მოლდოვეთში, ყირიმში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 65-66

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: