The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მამაცაშვილი

გიორგი მამაცაშვილი
დაბადების თარიღი:1914  (111 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიზატორის სპეციალობით 1939 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის ტექნიკურ განყოფილებაში კონტროლიორად. 1940 წლის 5 აპრილს გაიწვიეს არმიაში როგორც კადრის ოფიცერი. იყო ჯერ ავტოსატრანსპორტო ოცეულის მეთაური, შემდეგ ავტოასეულის მეთაურის მოადგილე, ავტოასეულის მეთაური. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდში იბრძოდა გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ კავკასიის, უკრაინისა და ბელორუსიის ფრონტებზე. 1948 წელს არმიიდან კაპიტნის წოდებით დემობილიზებულმა მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობებაზე. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 70-71

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "ვარშავის აღებისთვის"
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

გააზიარე: