შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1951 წელს; სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1939 წლის ოქტომბერში გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში; 1939- I941წწ. იყო 712-ე მსროლელი პოლკის ჯარისკაცი, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში და ბესარაბიის განთავისუფლებაში; დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე ჩაება ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სამჯერ დაიჭრა. ომში იგი დაინვალიდდა; 1946 წლის მარტში ლეიტენანტის წოდებით დემობილიზებული იქნა. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. 50 სამეცნიერო ნაშრომისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორია; 1967 წელს მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში, სადაც რამდენიმე თვე მუშაობდა ფიზიკური აღზრდის უმალლესი სკოლის პედაგოგად და სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს სპორტის ფიზიოლოგიაში. მოამზადა კადრები ფიზიოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ. მისი ხელმძღვანელობით კუბელმა ახალგაზრდებმა მოამზადეს სპეციალური შრომები და დამხმარე სახელმძღვანელო. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 73-74 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |