შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ხერგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მესტია. 1937 წელს მისი თაოსნობით განხორციელდა უშბის სამხრეთ მწერვალზე ასვლა; 1937-1938წწ. თავის თანაგუნდელებთან ერთად განახორციელა ტრავერსი მწვერვალ თეთნულდიდან წურუნგილამდე; 1940 წელს 20-ზე მეტი მწვერვალი დალაშქრეს თეთნულდიდან შხარის თავამდე. დიდი სამამულო ომის წლებში, მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების რაზმში, რომლებმაც 1943 წელს ჩამოხსნეს მწვერვალ იალბუზიდან გერმანული ფაშისტების დროშა; მისი ხელმძღვანელობით 1945 წელს განხორციელდა გულის დაკიდული მყინვარით ჩრდილოეთ უშბაზე მეხუთე "ბ" კატეგორიის მწვერვალის დაპყრობა; 1947 წელს ცენტრალურ კავკასიონზე დაიპყრეს მეხუთე "ბ" კატეგორიის მწვერვალები. სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო მედლითა და სიგელებით. სვანეთში მთამსვლელობისა და სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.471; საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი: patrioti-tv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |