შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ასლამაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი. 1951 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია, 1953 წლიდან კოტე მარჯანიშვილის თეარტში მოღვაწეობს, 1957 წლიდან - კინოსტუდია "ქართულ ფილმსა" და ფილარმონიაშია. 1962 წლიდან სანკულტურის თეატრშია, ხოლო 1966 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობს. სხვადასხვა თეატრებში მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის თეატრში - ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მალანია (მ. გორკის "მზის შვილები"), თათელა (გ. ერისთავის "გაყრა"), ელისაბედი (შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), ნასტია (ს. ალიოშინის "დირექტორი"), მარჯანიშვილის თეატრში - თალიკო (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიოანი"), პოლია (ვ. მინკოს "გვარს არ ვასახელებთ"), ნელი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ბულბული, გამზრდელი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), სანკულტურის თეატრში - კატერინა (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი"), დედა (მამულაშვილის "თორტიზელის ქალიშვილი"), მოზარდ მაყურებელთა თეატრში - მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ბებია (ე. შვარცის "წითელქუდა"), უხოვა (ვოლოდინის "უფროსი და"), პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დარდალა (ქ. ქუჩუკიშვილის "გოგო ხოხესია"), კაროლინა (მაღალაშვილის "გოგო და ბიჭი"), ჭინა (ჭილაშვილის "აცაბაცა") და სხვა. იმიტაციის შესანიშნავი ოსტატი აქტიურად მოღვაწეობდა საკონცერტო და საიუბილეო ღონისძიებებში. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ.,2007.- გვ.3 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |