The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სარალიძე

ალექსანდრე სარალიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1942 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1949 წელს.

დაიწყო მუშაობა აგროტექნიკოსად ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოს კოლმეურნეობაში, მაგრამ გაიწვიეს საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ოთხთვენახევარი სწავლობდა სნაიპერთა სკოლაში, მიიღო უმცროსი სერჟინტის წოდება და მონაწილეობდა ბრძოლებში ბალტიისპირეთსა და ბელორუსიაში, თავი გამოიჩინა ვიტებსკის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 წლის 4 ივლისს პოლოცკთან მძიმედ დაიჭრა და დაკარგა მარჯვენა ხელი. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, 1944-1945 წლებში იმუშავა აგროტექნიკოსად ზესტაფონის რაიონში. 1950-1965წწ. იყო ახალციხის, გორის და ჯავის ჯიშთა გამოცდის პუნქტის გამგე. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და კარტოფილის სტანდარტიზაციის, შენახვის, ბუნებრივი ცხელი წყლების მებოსტნეობაში გამოყენების ლაბორატორიისა და მებოსტნეობის განყოფილების გამგედ. 1993 წლიდან არის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია 90 მეცნიერული შრომისა, მათ შორის 11 წიგნისა და ბროშურისა, ხუთი გამოგონების და ერთი პატენტის. მან გამოიყვანა ლობიოს ჯიში "ლიახვი", რომელიც დარაიონდა. მნიშენელოვანი წვლილი შეიტანა მებოსტნეობის განვითარებაში და რესპუბლიკაში ითვლება ამ დარგის ერთ-ერთ გამოჩენილ მეცნიერ-სპეციალისტად. მან მოამზადა 19 ასპირანტი და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. დაიმსახურა ორდენი და მრავალი მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 94-95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: