შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა სულხანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის მე-4 რადიო-სატელეგრაფო კურსები; ქ. მურომის სამხედრო კავშირგაბმულობის მოკლევადიანი სასწავლებელი და მოსკოვის "დანაღმვის და საგანგებო ტექნიკის" ცენტრალური კურსები ლეიტენანტის წოდებით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1951 წელს. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ოცეულის მეთაურად იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, დონის სტეპის, სტალინგრადის, ცენტრალურ და ბელორუსიის ფრონტებზე. მონაწილეობდა ვარშავის განთავისუფლებაში, მდინარეების პრიპიატის, დნეპრის, ბუგის, ვისლის, ნარევის, ოდერის და შპრეეს გადალახვაში. მდ. ნარევის პლაცდარმზე მიიღო კაპიტნის წოდება. ბერლინის აღებისთანავე მისი ასეული გადაიყვანეს მდ. ოდერის მარცხენა სანაპიროზე ფრანკფურტის და გრაიფენჰაგენის ქალაქების და მისი მიმდებარე მიდამოების გასანაღმავად. 1945 წლის 15 ივნისს მთავარსარდლობის განკარგულებით მისი ასეული დააბრუნეს ბერლინში იმპერიის კანცელარიაში მისი საფუძვლიანი დათვალიერებისა და განაღმვისათვის. 1946 წლის თებერვალში დემობილიზებულ იქნა არმიის რიგებიდან, როგორც ომის ინვალიდი. იმავე წელს მიიღეს, როგორც ნიჭიერი სპეციალისტი, სამუშაოდ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან გამოაქვეყნა 40-მდე შრომა და რამდენიმე სახელმძღვანელო. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1988 წელს კი გახდა მანქანათა ნაწილების კათედრის პროფესორი. დაჯილდოებულია 18 მედლით. როგორც მოწინავე ომგადახდილი მეცნიერი 1996 წლიდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარედ. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 98-99 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |