The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ყურაშვილი

გოგი ყურაშვილი
Legal name:სიმონ ყურაშვილი
Date of birth:13 January, 1927  (98 years)
Date of death:20??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში.

1943 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ფოთის თეატრში რეჟისორ ნ. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით; ამავე დროს მოსწავლეთა სახლის დრამწრეს ხელმძღვანელობდა; 1945 წელს ფოთის თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხადილა (ს. შანშიაშვილისა "ხევისბერი გოჩა"), ტარასი (გ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე"), გედეონ მოსიძე (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), შუშანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), გორდევანი (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები"), პეტრე (ი. ჭვჭვაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ალანი (მუხთაროვის "ალანის ოჯახი"), ტებანო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), გარსევანი (ალ. ყაზბეგის "არსენა"), ალექსანდრე (აკ. წერეთლის "კინტო"), ბერესტი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), შადიმანი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), კარლოს მეორე (ა. დენერის, ფ. დიუმანუას "დონ სეზარ დე ბაზანი"), ილარიონი, ბაბილო, ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", "საბრალდებო დასკვნა"), გაიოზ გადალენდია (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), მიტუა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), არქიფო (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), რასპუტინი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), კრეონი (ევრიპიდეს "მედეა"), რამაზ ავალიანი (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), დათიკო (შ. მანაგაძის "ღია შუშაბანდი") და სხვა. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.6

Awards and Honors

  • 1997 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: