შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქუფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. 18 წლის მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, სიღნაღის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დააარსა ანსამბლი "მრავალჟამიერის", რომლის პირველი ხელმძღვანელიც იყო. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ანსამბლ "მრავალჟამიერს" არაერთხელ გაუმარჯვია რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და დათვალიერებებში. გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილი ასრულებდა "კალოსპირული", "წინწყარო", "ჩაკრულო", "შაშვი კაკაბი", "ბერიკაცი ვარ", "ზამთარი", "ჭონა", "მრავალჟამიერი", "შენ ბიჭო, ანაგურელო", "მგზავრული", "თამარ ქალო", "ურმული", "გაფრინდი შავო მერცხალო", "შინ მოუსვლელო სადა ხარ","შავლეგო", "ბინდისფერია სოფელი" და სხვ. გიორგი(ლუდა) ქუფარაშვილის ჩანაწერები დაცულია საქართველოს რადიო-ტელევიზიის ფონდებსა და კერძო კოლექციებში. ლოტბარი. წყარო: ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბი.,2019.-გვ. 326-331; "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება..." / გელა ქოქიაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2019. 15 მარტი. N 52 (8718).-გვ.7
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |