შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თხინვალი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს და განაგრძო სწავლა ასპირანტურაში. 1941 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს წითელ არმიაში და 1946 წლამდე მსახურობდა კონტრდაზვერვის ოპერატიულ მუშაკად კავკასიის, ცენტრალურ და პირველი უკრაინის ფრონტებზე კაპიტნის წოდებით; 1946 წლიდან დაუბრუნდა მშვიდობიან შრომას; 1946-1948წწ. იყო უფროსი მასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1948 წელს დაიცეა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; I958 წლამდე მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; 1959 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1961 წელს პროფესორი; 1962-1966წწ. განაგებდა კათედრას საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში; იყო რიგ წამოწყებათა ინიციატორი. გამოაქვეყნა 80-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |