The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური მაღრაძე

კუკური მაღრაძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მაღრაძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1927  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლასი) 1955 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1956-1970წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1970-1972წწ. თბილსის მე -12 მუსიკალური სკოლის დირექტორი; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა: კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), არსაკიძე (შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"), გურა (ო. თევდორაძის "ლეგენდა თბილისზე"), კოდალა (ა. ანდრიაშვილის "ჩხიკვთა ქორწილი"), შალვა (ლ. ფალიაშვილის "იავნანა"), შუისკი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), თარჯიმანი (ს. პროკოფიევის "სემიონ კოტკო"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), რიპუჩიო (ჯ. პუჩინის "ჯანი სკიკი") და სხვა. 1969 წელს კ. მაღრაძე ოპერის თეატრთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა ბულგარეთსა და რუმინეთში. სხვადასხვა წელს საგასტროლოდ იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებში: მოსკოვში, კიევში, ლენინგრადში, ერევანსა და ბაქოში და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.13

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: