შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ხანთაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1956-1958 წწ. მუშაობდა ტულაში, კოსაიაგორას მეტალურგიულ ქარხანაში ოსტატად; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1959 წლიდან ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1967-1984 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1984 - 1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1999 წლიდან სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2007 წლიდან არის სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს, სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში 1987 წელს (კიევი, მასალათმცოდნეობის პრობლემათა ინსტიტუტი). მიღებული აქვს 2019 - იუნესკოს საპატიო სიგელი (2019). მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |