The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა აბაშიძე

ვაჟა აბაშიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1928  (97 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ცეკვა თბილისის "ელექტროვაგონშემკეთებელი" ქარხნის კლუბში ქორეოგრაფ მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. წარმატებით გამოდიოდა საქართველოს შრომითი რეზერვებისა და ტრამვაი-ტროლეიბუსების ტრესტის ანსამბლში სოლისტ-მოცეკვავედ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვა "ქართულის" შესრულებით. 1946 წლიდან დამოუკიდებელ ქორეოგრაფად მუშაობდა. სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ადიგენის, ბოლნისის, საგარეჯოს რაიონების ქართული ცეკვების თვითმოქმედ ანსამბლებს. 1954 წლიდან  შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის კულტურის სასახლეში და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარულის" სამხატვრო ხელმძღვანელად და ქორეოგრაფად. ანსამბლმა "სიხარულმა" წარმატებით უჩვენა თავისი პროგრამა პოლონეთში, გერმანიაში, მოსკოვში და სხვა. ვ. აბაშიძემ საქართველოს რკიონიგზელთა კულტურის ცენტრთან ჩამოაყალიბა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მზიური", რომელიც არაერთი კონკურსის გამარჯვებული იყო.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.4; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: