შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიკო იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. ქართულ ცეკვებს სწავლობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ანტონ ჩიხლაძე და რომან ჭოხონელიძე; შემდგომ ცეკვა განაგრძო საქართველოს ახალგაზრდულ ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში ქორეოგრაფ გიორგი (ბუხუტი) დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1957 წელს ანსამბლთან ერთად ის მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდობის და სტუდენტთა მოსკოვის მე-6 მსოფლიო ფესტივალში და ამ ფესტივალის ლაურეატი გახდა; 1959-1960წწ. ს. იაშვილი მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში (მთ. ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი); მისთვის, როგორც მოცეკვავისთვის, ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მუშაობა, სადაც იგი 1960 წელს ნ. რამიშვილმა და ი. სუხიშვილმა მიიღეს; ამ ანსამბლში ჩამოყალიბდა ს. იაშვილი პროფესიონალ მოცეკვავედ და ერთ-ერთ წამყვან სოლისტად; მაყურებელს ხიბლვდა მის მერ შესრულებული "სამაია", "ქართული", "სიმდი" და სხვა ცეკვები; 1984 წლიდან ს. იაშვილი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა - სტუდიაში. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ.11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |