შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესო ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში საინჟინრო-საძიებო განყოფილების უფროსად. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და რაიონებში განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ეწეოდა გეოლოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის კვლევის დარგში. მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გეოლოგთა სიმპოზიუმებში. იყო ღვაწლმოსილი და გამოცდილი პროფესიონალი, გეოლოგიური პარტიის უფროსი. გეოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო მთავრობის მედლებითა და სხვადასხვა ჯილდოებით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.499 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |