The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩხიკვაძე

დავით ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჰერიკი (ა. შილერის "სეილემის პროცესი"), მოპატიძე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), გიორგი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), უმუშევარი (ბ. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი კაცი"), ზედამხედველი ( ნ. დუმბაძის "საბრალდებულო დასკვნა"), მექი ვაშაკიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი") ბალთაზარი, დორსეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და "რიჩარდ მესამე"), მორჩილი (გ. ლესინგის "ნათან ბრძენი"), ელიზბარ შუქურაული (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), ლეოქსიტე (ა. ვალიეხოს "ოცნება"), კლავდიუსი (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), სტამბის მუშა (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე").

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.15

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: