შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანასტასია ნიკოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. 1883 წელს დასთან, ეკატერინე ნიკოლაძესთან ერთად ქუთაისში დააარსა მხატვრული ჟურნალი "ქართული ბიბლიოთეკა", რომლის რედაქტორი იყო ეკატერინე ჭყონია-ლორთქიფანიძე, რადგან მთავრობა ნიკოლაძის ქალებს, როგორც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთ, არ ენდობოდა; ჟურნალში თანამშრომლობდნენ ოლგა და მარიამ ხელთუფლიშვილები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძე (დავით ყიფიანის ქალიშვილი), ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი და სხვ.; ჟურნალის მთავარი ხელმძღვანელები და რედაქტორ-კორექტორები უმთავრესად ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები იყვნენ; ჟურნალი 1883-1884 წლებში გამოდიოდა, იმავე ხანებში ისინი ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ; 1884-1885 წლებში დებმა- ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინ ნიკოლაძეებმა, რომელიც ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე იყო, ქუთაისში კერძო სკოლა დააარსეს; 1890 წელს ეკატერინემ და ანასტასიამ ქუთაისში, თავიანთ სახლში კერძო პანსიონი გახსნეს; ეს კერძო პანსიონი 1918 წლამდე არსებობდა. 1890-იან წლებში, ოლიმპიადა, ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინე ნიკოლაძეები მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.556; mshoblebi.ge; church.ge; archive.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |