შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატიშვილი როლანდ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს. 1963-1966 წლებში რ. ტატიშვილი თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედი სახალხო ანსამბლის მოცეკვავე -მსახიობია. 1966-1970 წლებში იყო რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1970 წელს ნიჭიერი მოცეკვავე საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ჩაირიცხა (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი). 20 წელზე მეტხანს გამოდიოდა ამ სახელგანთქმულ ანსამბლში და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა მის დიდ წარმატებაში. რ. ტატიშვილის, როგორც ერთ-ერთი სოლისტის დამახასიათებელი თვისებებია შესრულების დახვეწილი მანერა, ტემპერამენტი და ტექნიკური სრულყოფა, განსაკუთრებით მთიულურ ცეკვებში. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |