შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ეფროსინე ნიკოლაძე დაიბადა იმ დროს ცნობილი მეწარმის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. 1884-1885 წლებში ეფროსინემ თავის დებთან, ანასტასიასთან და ეკატერინესთან ერთად ქუთაისში კერძო სკოლა დააარსა. 1880-იან წლებში, დები ნიკოლაძეები მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში; ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ, ატარებდნენ ლიტერატურულ საღამოებს. ეფროსინე ნიკოლაძე ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე, 1937 წელს დახვრეტილი ჰიდროინჟინრისა და საზოგადო მოღვაწის, ბესარიონ ჭიჭინაძის დედა. იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და. ეფროსინე ნიკოლაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.556 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |