The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ჟივიძე

სოსო ჟივიძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ჟივიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1887  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1902-1904 წწ. იყო ავჭალის აუდიტორიის სცენისმოყვარეთა წრის მსახიობი; 1914-1915 წწ. ქართული დრამატული დასის; 1917-1921 წწ. ქართველ მსახიობთა ამხანაგობის წევრი; 1920-1922 წწ. ოზურგეთის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1922-1923 წწ. შალვა დადიანის რეკომენდაციით მიიწვიეს ბაქოს ქართული დასის რეჟისორად და მსახიობად; 1924-1925 წწ. მსახიობად მუშაობდა ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში, რომელიც წარმოდგენებს მართავდა ოპერის თეატრში; 1925-1926 წწ. ზესტაფონის დრამატული წრის რეჟისორია, 1926-1928 წწ. ზუგდიდის თეატრის რეჟისორი; 1949-1950 წწ. ახალციხის დრამატულ თეატრში მოღვაწეობს მსახიობად; ი. ჟივიძის მიერ შექმნილ სახეთაგან აღსანიშნავია: კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ერეკლე, ყარა-იუსუფი (ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ლევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზი (ვ. გუნიას "და-ძმა"), არჩილი (ვ. ყიფიანის "სამეგრელოს თავადი ლევან"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნახმანი (ე. ჩირიკოვი "ებრაელები") ვალი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალანი"), აკოფა, გიჟუა (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სოსიკო (ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), შვაიცერი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: