შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1966–1967 წლებში თბილისის "ლოკომოტივშია"; 1968–1969წწ. სარანსკის "სპარტაკში" თამაშობს; 1969 წლიდან თბილისის "დინამოშია", სადაც შვიდი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972) და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშია; 1973 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის" ტროფეო კოლომბინოს გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოელები" ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3–1 ამარცხებენ; ის თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის 58 მატჩს ატარებს და ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ქვეყნის პირველობის გარდა "დინამოელთა" რიგებში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 10 შეხვედრაში მონაწილეობს და 3 ბურთი გააქვს. საკავშირო თასისთვის გამართულ შეხვედრათა ფარგლებში პირველად თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ ლანჩხუთის "გურიაში" აგრძელებს თამაშს. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1977 წელს ასრულებს. ნახევარმცველი. წყარო: "დინამო" თბილისი: web.archive.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |