შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2003 წელს ავსტრიის კულტურის მინისტრმა მომღერალი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რომელიც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ამის შემდეგ ჰქონდა მოსმენა აუგსბურგის (გერმანია) ოპერაში, სადაც 83 ტენორს შორის გამოარჩიეს და ასე დაიწყო მისი საოპერო კარიერა. მის მიერ აუსბურგში ნამღერი პირველი ოპერა იყო დე ალბერტის "შავი ორქიდეა". "ტოსკას" შემდეგ მომღერალმა უკვე ძალიან ბევრი წინადადება და შემოთავაზება მიიღო. მოწვევები ჰქონდა გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ოპერებიდან, რომელთა სცენებზეც წარმატებით იმღერა. 2006 წლიდან კი გადავიდა დარმშტადტის სახელმწიფო თეატრში, სადაც შეასრულა ისეთი პარტიები, როგორებიცაა: მანრიკო - "ტრუბადურში", რადამესი - "აიდაში", კალაფი - "ტურანდოტში" და მაურიციო "ადრიანა ლეკუვერში". 2005 წელს ორმაგი ჯილდო აიღო ავსტრიაში, გრაცში, ტალიავინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (Ferruccio Tagliavini), სადაც 400 მონაწილე იყო. 2010 წლიდან ის ესენის ოპერის თეატრის მთავარი ტენორია. ესენში მისი პირველი სპექტაკლი იყო - პუჩინის "ბოჰემა". სპექტაკლის შემდეგ გამოვიდა ინტერნაციონალური საოპერო ჟურნალი, რომელიც ვენაშიც გამოიცემა, სადაც მომღერლის შესრულებას უმაღლესი შეფასება მისცეს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, გერმანული მუსიკის კურსი მიჰყავს პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიაში, რომელსაც ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა ხელმძღვანელობს. წყარო: ქართულ-ამერიკული მედია პლატფორმა Speech-ი: speech.ge; zurabzurabishvili.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |