შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქუჩუ ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, სამეგრელო. დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა 1906 წელს; იმავე წლის შემოდგომიდან თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გახდა. სემინარიის გამორჩეული მოსწავლე თავის ლექსებს პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა. ახალგაზრდა გალაკტიონისთვის დიდად გასახარებელი იყო, რომ სულ მალე ის სახელმოხვეჭილი დემონის გვერდით დააყენეს. ქუჩუ და გალაკტიონი მალე დამეგობრდნენ, ხშირად იყვნენ ერთად და ამ წუთებს გალაკტიონი უბედნიერესად თვლიდა. ქუჩუმ მიიყვანა ის ჟურნალ "საქართველოში". ისინი ერთმანეთსაც უძღვნიდნენ ლექსებს. ერთ-ერთი პოემა "შანშე" გალაკტიონმა დემონის ხსოვნას მიუძღვნა. დრო გადის და ლაღ ცხოვრებას შეჩვეულ ქუჩუ ქავთარაძეს სულ უფრო უჭირს, რადგან სემინარია აუტანელ რეჟიმსა და გაუსაძლის პირობებს ქმნის. ქუჩუ მეგობრებთან ერთად იბრძვის შექმნილი ვითარების შესაცვლელად. აარსებს ხელნაწერ ჟურნალ "წვეთს". "დემონისა" და "ბონაპარტის" ფსევდონიმებით თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში, სადაც მკაცრ, მამხილებელ წერილებს ათავსებს არა მხოლოდ სემინარიის, არამედ საერთოდ, ქართველი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. სასწავლებელში ჩამოყალიბებული იყო "საამხანაგო წრე", რომლის წევრები იყვნენ ქუჩუ ქავთარაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ანდრო ანჯაფარიძე და სხვები. მათ საქმიანობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გამოეფხიზლებინა მოსწავლე-ახალგაზრდობა და გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრება. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge; თავისუფლების მოტრფიალე პოეტი - დემონი : ქუჩუ ქავთარაძესთან გატარებულ წუთებს გალაკტიონი უბედნიერესად თვლიდა / მამუკა შელეგია ; მოამზადა ნანული ზოტიკიშვილმა // გზა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი : გაზეთ "კვირის პალიტრის" დამატება. თბილისი, 2023.-23-29 მარტი. N 12 (1189).-გვ. 66-67
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |