შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კუპრეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1960-1964წწ. ვ. კუპრეიშვილი ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია; 1964-1970წწ. სათავეში ჩაუდგა ქართული ცეკვების ახალგაზრდულ ანსამბლს, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი; 1970-1977წწ. ქუთაისის N2 კულტურის სახლის დირექტორია; 1977-1991წწ. მუშაობდა იმერეთის რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის იმერეთ, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა, პარალელურად, 1991 წლიდან მუშაობს ქუთაისის დ. უშვერიძის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორად. ვ. კუპრეიშვილს, როგორც ქართული ცეკვების შემსრულებელს, ქორეოგრაფსა და უნარიან ორგანიზატორს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციის, ბავშვთა და მოზარდთა ესთეტიკური აღზრდისა და პროფესიული დაოსტატების საქმეში. ის თანამშრომლობდა თეატრებთანაც, 1964-1965წწ. ქორეოგრაფიული დადგმები განახორციელა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში რ. ბეროძის სპექტაკლში "ხარებული" და ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეტრში ლ. ნუცუბიძის პიესისთვის "რწყილი და ჭიანჭველა". არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურიატი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.71 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |