The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ნიკოლაიშვილი-ქიქოძე

ნინო ნიკოლაიშვილი-ქიქოძე
ოფიციალური სახელი:ნინო ნიკოლაიშვილი
სხვა სახელი:ჟიფო ნიკოლაიშვილი-ქიქოძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1911
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ქ. ახალციხეში ანა მუსხელიშვილის მიერ დაარსებულ სკოლაში; დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის საქალაქო სკოლაში. "ის იყო პირველი გურული ქალი, რომელსაც ეღირსა საშუალო სწავლის მიღება". ამ დროს იგი ოცნებობდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და შემდეგ პედაგოგობას, მაგრამ უსახსრობამ შეუძლებელი გახადა მისი ნატვრის ასრულება და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის საქალაქო სამინისტრო სკოლაში. პედაგოგად მუშაობდა დაბა ხონშიც. ოჯახის შექმნის შემდგომ, იძილებული გახდა მუშაობისთვის თავი დაენებებინა, იგი 8 შვილის დედა გახდა.თავისი საყვარელი საქმისთვის არასდროს უღალატნია, ის სახლსი განაგრძობდა მასწავლებლობას და კერძოდ ამზადებდა ბავშვებს სხვადსხვა სასწავლებელში მისაღებად. გარდაიცვა ახალგაზრდა ასაკში, დაბა ყაღიზმანში, ყარსის ოლქში.

წყარო: ნინო ივანე ნიკოლაიშვილის ასული ქიქოძისა : ნეკროლოგი // განათლება.- 1912.-N1, გვ.45-48


გააზიარე: