The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ნინიძე

ვახტანგ ნინიძე
Date of birth:25 February, 1927  (98 years)
Date of death:20??
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1945 წელს 18 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც გამოჩენილი ლოტბარი მარო თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. 1950-1955 წლებში ვ. ნინიძე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა (ხელმძღვ. კიწი გეგეჭკორი). 1955 წელს ჩაირიცხა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში. 1956-1977 წლებში ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ხელმძღვ. ჯ. ბაგრატიონი). ვირტუოზული ტექნიკა, არტისტიზმი, კომედიური ნიჭი მისი საცეკვაო ხელოვნების შესანიშნავი მხარეებია, რომლებიც განსაკუთრებით იჩენდა თავს ცეკვებში: "პაემანი", "ძაბრა", "ნეტავი გოგოვ", "განდაგანა" და სხვა. ვ. ნინიძე 30 წელი გამოდიოდა სცენაზე და მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.22

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: