The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:31 სექტემბერი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯის ფერწერის ფაკულტეტი 2004 წელს; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2008 წელს; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი მაგისტრატურის ხარისხით 2010 წელს.

გამოფენები: პერსონალური გამოფენა შატო მუხრანში "Fly over" (მცხეთა); პერსონალური გამოფენა საქართველოს თეატრის, ქორეოგრაფიის, კინოსა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების სასახლე არტ პალასი (თბილისი); პერსონალური გამოფენა გალერეა სფუმატოში "ინვერსია" (თბილისი); პერსონალური გამოფენა გალერეა წითელ კვადრატში "მოძრაობა წითელზე" (თბილისი); პერსონალური გამოფენა რუსთაველის თეატრში, საერთაშორისო ჯაზის დღესთან დაკავშირებით (თბილისი, ერევანი); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ ბათუმი–2013" (ბათუმი); საერთაშორისო ქანდაკების სიმპოზიუმი "შემოდგომის ინსპირაცია" (პენზა, რუსეთი); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ მარბელა–2013" (ესპანეთი, მარბელა); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ ბათუმი –2012", ბათუმი; საქართველოს ფოლკლორის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა; გამოფენა რივერსაიდ სტუდიოში "ფერადი ნავი" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); "არტისტერიუმი – 2010"; ჯაზ–ფესტივალი; გამოფენა ავსტრიის ბიბლიოთეკაში (ავსტრია) და მრავალი ჯგუფური გამოფენა. მისი ნამუშევრების ნაწილი ინახება კერძო კოლექციებში: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.gemarketer.geთბილისის სააუქციონო სახლი: auctionhouse.ge


გააზიარე: