The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1960  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო დრამატული სტუდია 1924 წელს.

1931 წლამდე მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ბათუმში, ფოთში, მსახიობად. 1931 წელს წავიდა მოსკოვში და მუშაობა დაიწყო "საგლეხო გაზეთში" ლიტმუშაკად; 1934 წლიდან მუშაობდა მთარგმნელობითი ხაზით. თარგმნიდა ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად თანამედროვე და კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებს; 1941 წლიდან წერდა მოთხრობებს, ნოველებს; 1948 წელს გამოვიდა მისი თარგმნილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"; 1948 წელს დაწერა მოთხრობების კრებული, ქართული ზღაპრების კრებული, რუსულ ენაზე კომენტარებით. მუშაობდა თარგმანებზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.263-267

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1943-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: