შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე შუბითიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყელეთი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებლის საარტილერიო განყოფილება 1934 წელს. 1928 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1941 წლის ივნისიდან II მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა 127-ე დივიზიის 457-ე მსროლელი პოლკის არტილერიას. დაიჭრა ბრძოლაში სმოლენსკთან და ტყვედ ჩავარდა, თუმცა გაქცევა მოახერხა და შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას ბელორუსიის სსრ-ის ტერიტორიაზე. ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ მსხვილ პარტიზანულ ჯგუფს, რაზმს. 1943 წლის აგვისტოდან მეთაურობდა პინსკის პარტიზანულ ბრიგადას, რომელიც 1944 წლის მარტში წითელ არმიას შეუერთდა. ომის შემდეგ მუშაობდა პინსკის, შემდეგ ვიტებსკის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის კვების მრეწველობის სამმართველოს უფროსად. 1971 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ავტორია მოგონებების პარტიზანული მოძრაობის შესახებ. დაჯილდოებული იყო მედლებით, პოლონური გრიუნვალდის ჯვრით, ჰქონდა ქ. პინსკის საპატიო მოქალაქის წოდება (1974). საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი. წყარო: პინსკის საქალაქო ცენტრალური ბიბლიოთეკა: pinsklib.by; ბელორუსიის პარტიზანები: partizany.by; nikolajkalko.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |