შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დიმიტრი ლაღიძე იყო მენშევიკების არმიის იუნკერი. 1921 წლიდან წავიდა ემიგრაციაში, მსახურობდა პოლონეთის არმიაში, მოგვიანებით დასახლდა საფრანგეთში. საფრანგეთიდან საბჭოთა კავშირში დაბრუნდა 1932 წელს. 1937 წელს დააპატიმრეს, გაასამართლა საბჭოთა კავშირის შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ, ბრალდებით, თითქოს დიმიტრი ლაღიძე იყო მენშევიკური არმიის რიგებში და აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც კონტრტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა ჯაშუშური დავალებების შესასრულებლად და ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა თბილისში პოლონეთის კონსულთან. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. პოლონეთის არმიის ოფიცერი. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან-nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |