შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუიზა კობალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1956 წელს. სწავლის დროს მღეროდა თვითმოქმედების კოლექტივში (ხელმძ. ო. ლოლაშვილი). 1968 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ "ივერიის" სოლისტია; მონაწილეობდა ანსამბლ "ივერიის" მუსიკალურ დადგმებში: "ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები", "ფიროსმანი"; გადაღებულია მუსიკალურ ფილმებში: "სიყვარული, ივერია და...", "უმცროსი და", "ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები". მისი სიმღერებიდან აღსანიშნავია: "სიყვარულის ზღაპარი", შესრულებული ა. ბასილაიასთან ერთად. კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |