შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1930 წელს. 1930-1931წწ. იყო სოფელ ბანოჯას (ქუთაისის რაიონი) არასრული საშუალო სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1931 წლიდან - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისის განყოფილებაში ახალგაზრდა მწერალთა სექტორის გამგე; პარალელურად მუშაობდა ქუთაისის რაიონულ გაზეთში "ლენინის გზით". ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1930 წელს. 1933-1934წწ. - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1934 წელს - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1935-1939წწ. სხვადასხვა სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1943 წლიდან - წყალტუბოს რაიონის პარტიული პლენუმის წევრი. 1948 წელს ორჯერ იყო არჩეული წყალტუბოს რაისაბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.440-443 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |