Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედორე გაგლოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა სტალინირის (ცხინვალის) პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს. 1935-1938წწ. იყო ორგოსანის (ლენინგორის რ-ნი) არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1938-1941წწ. სტალინირის გაზეთ "კომუნისტის" ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1941 წელს არმიის გაზეთის ინსტრუქტორი; 1942 წელს - საბჭოთა არმიაში პოლიტხელი, ბატალიონის კომისარი; 1943-1945წწ. სტალინირის გაზეთ "კომუნისტის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1945-1950წწ. ჟურნალ "ფიდიოგის" პასუხისმგებელი მდივანი; 1950-1951წწ. გაზეთ "კომუნისტის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1955-1972წწ. სსრკ მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1935 წელს; 1940 წელს გამოვიდა მისი კრებული "ფანდირას აკორდები"; 1948-1949წწ. "ცხოვრება საამურია" და პოემა "ამინეთი"; 1948 წელს პოემები და ლექსები; 1949 წელს მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე და სხვა. შექმნა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.449-453 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |