The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გიორგაძე

ნოდარ გიორგაძე
Date of birth:21 December, 1933  (91 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ცეკვების ხელოვნებას ამიერკავკასიის რკინიგზის ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლში ცნობილ პედაგოგსა და ქორეოგრაფ მ. ბახტაძესთან ეზიარა. 1950 წელს პერსპექტიული ახალგაზრდა მოცეკვავე ჯ. ბაგრატიონმა აფხაზეთის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში მიიღო ქართული ცეკვების შემსრულებლად. 1952-1970წწ. ნ. გიორგაძე, როგორც მოცეკვავე-მსახიობი აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწევა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით. აქ გაიარა მან მოცეკვავის რთული, პროფესიული სკოლა და ქართული ცეკვების დახვეწილ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. დაკავებული იყო ანსამბლის რეპერტუარის ყველა საცეკვაო ნომერში, ინტესიურად  მონაწილეობდა ანსამბლის ტრიუმფალურ საგასტროლო მოგზაურობაში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.134

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - მედალი "შრომითი წარმატებისთვის"
    მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლისათვის

Share: